მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი ესპანეთისთვის სავაჭრო ტარიფების დაწესებას განიხილავს

დონალდ ტრამპი ესპანეთისთვის სავაჭრო ტარიფების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ესპანეთისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს. დონალდ ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი პასუხი იქნება ესპანეთის გადაწყვეტილებაზე, არ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები 5%-მდე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ესპანეთი „მათ ხარჯზე ძალიან კარგად მუშაობს“.

„ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის ხარჯები 5%-მდე არ გაზარდა. NATO-ს ყველა სხვა ქვეყანამ ეს გააკეთა, ხოლო ესპანეთი აგრძელებს კარგად მუშაობას ჩვენს ხარჯზე. ისინი სარგებლობენ თავისი გეოგრაფიით და იციან, რომ მაშინაც კი, თუ არ გვენდომება მათი დაცვა, ავტომატურად დაცული იქნებიან.

ვფიქრობ, ესპანეთის პოლიტიკა NATO-ს მიმართ ძალიან ცუდი და უსამართლოა. რაც მათ გააკეთეს, მოსაწონი ნამდვილად არ არის. ეს ალიანსის მიმართ სრული უპატივცემულობაა და მათთვის სავაჭრო ტარიფების დაწესებაზე ვფიქრობდი. შეიძლება ასეც მოვიქცე. ვფიქრობ, ამ ქცევისთვის უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა NATO-ში, რომელმაც არ აიღო თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის ვალდებულება. ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა ალიანსს ესპანეთის გარიცხვა შესთავაზა, თუმცა გუშინდელი პრესკონფერენციის დროს დაუშვა, რომ ესპანეთს ტარიფებს დაუწესებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend