კატეგორიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ხაზინის მდივანი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს შეხვდა – ინფორმაცია შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სკოტ ბესენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონის ვალდებულება, ითანამშრომლოს „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად.

მანვე დასძინა, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ევროპის ჩართულობა და მათი მხრიდან ზეწოლის გაძლიერება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყანაზე, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვით კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანი აშშ-ს „შეთანხმების დადებას ევედრება“
სხვა ამბები