უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ის აშშ-ში მიემგზავრება და დონადლ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. შეერთებულ შტატებში, უკრაინული და ამერიკული მხარეები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის საკითხს განიხილავენ.
ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირას 12 სექტემბერს, ამერიკელ კოლეგასთან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა რუსული იერიშების მიუხედავად, უკრაინის ელექტროენეერგიისა და ბუნებრივი აირის რესურსი უზრუნველყოფილი და დაცული იყოს.
„იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდე და შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს. რა თქმა უნდა, კიდევ რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის. რამდენიმე სამხედრო კომპანიასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახლა დეტალების გაზიარება არ მინდა. შესაძლოა, ასევე რამდენიმე შეხვედრა გავმართო სენატორებთან და კონგრესმენებთანაც. მთავარი განხილვის თემა იქნება საჰაერო თავდაცვა. ასევე, განვიხილავთ ჩვენს შესაძლებლობებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტს, შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ „ტომაჰავკის“ ფრთოსან რაკეტებს გადასცემს. რუსეთში კი ამბობენ, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას მსგავს იარაღს მიაწვდის, ეს სერიოზულად დააზიანებს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს.
