„პირველად რამდენიმე თვის წინ მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც სკოლებში რეიდი ჩატარდა. მასწავლებლებს გაუჩხრიკეს მობილურები, ამოწმებდნენ, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი. თუმცა ეს ამბავი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ გახმაურებულა, მასწავლებლებიც არ იყვნენ დაინტერესებული, ამაზე ხმამაღლა ესაუბრათ… დღეს კი ვხედავთ, რომ პროცესები კიდევ უფრო დამძიმდა”.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი საუბრობს გალში მასწავლებელთა დევნაზე, რომელთა წინააღმდეგაც ე.წ. „ჯაშუშობის ბრალდებით” გამოძიებაა დაწყებული.