მწერალმა ივა ფეზუაშვილმა ახალი რომანი სახელწოდებით, „ედელვაისებს“ წარადგინა.
ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა, უსახელო მწერალი კაცის პერსპექტივიდან გვიყვება, რომელიც ევროპაში მოგზაურობს და რომელსაც, ერთი შეხედვით, საქმეები კარგად მისდის. მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა, თუმცა ვერც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ვერც საკუთარი ქვეყნის ბედისგან თავის დაღწევას ახერხებს.
გამოსავალის ძიებაში ის დაუსრულებლად გარბის ერთი ქალაქიდან მეორეში და ეძებს პასუხებს კითხვებზე: როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის მწერალი? ქვეყნიდან წასვლა მხოლოდ წასვლაა თუ გაქცევა? თუ გაიქეცი, შეძლებ თუ არა მათთან დაბრუნებას, ვისაც გული ბევრჯერ ატკინე? და მთავარი: შეიძლება სამშობლოს სიყვარულით დაიღალო?
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში მწერალმა ივა ფეზუაშვილმა ისაუბრა.
