კატეგორიები

„თუ რუსეთი ომს არ დაასრულებს უკრაინას „ტომაჰავკებს“ გადავცემ“ – დონალდ ტრამპი

„თუ რუსეთი ომს არ დაასრულებს უკრაინას „ტომაჰავკებს“ გადავცემ“ – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ მზადაა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტები გადასცეს, თუ მოსკოვი ომს არ დაასრულებს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გასაზრდელად მზადაა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს კომენტარი მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, 12 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

დონალდ ტრამპის თქმით, ლიდერებმა სწორედ „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე ისაუბრეს. თუმცა, მისივე თქმით, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პუტინს უნდა გაესაუბროს და მან ამის შესახებ უკვე პრეზიდენტ ზელენსკისაც შეატყობინა.

„შესაძლოა რუსეთთან „ტომაჰავკის“ რაკეტებთან დაკავშირებით საუბარი მომიწიოს. სურთ მათი მიმართულებით „ტომაჰავკები“ მიფრინავდეს? არ მგონია. რუსეთს ამის შესახებ გავესაუბრები. ეს პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი, რადგან „ტომაჰავკების“ მათთვის მიწოდება აგრესიის ახალი ეტაპია. ეს თქვენც ძალიან კარგად გესმით. თუმცა თუ ეს ომი არ დასრულდება, უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას ვაპირებ. ეს საოცარი იარაღია. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია რუსეთს ეს უნდოდეს. ვეტყვი, რომ თუ ომი არ დასრულდება, მაშინ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და ის „პროდუქტიულად“ შეაფასა.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები