კატეგორიები

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ბაშარ ალ-ასადის მოწამვლის თაობაზე

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ბაშარ ალ-ასადის მოწამვლის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ცნობებს სირიის დამხობილი პრეზიდენტისა და დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის, მოწამვლის შესახებ.

სერგეი ლავროვის მტკიცებით, ეს უბრალოდ ჭორია და როგორც ამბობს, „მათ სინდისზეა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს“.

დიპლომატის განცხადებით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი რუსეთმა თავშესაფრით უზრუნველყო „წმინდა ჰუმანიტარული მიზეზით“.

გასულ კვირას გერმანულმა გამოცემა Zeit-მა ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბაშარ ალ-ასადი ცხოვრობს მოსკოვის ელიტური დასახლების ერთ-ერთ ცათამბჯენში, რომელსაც თითქმის არასდროს ტოვებს, ხოლო მთელ დღეებს ონლაინთამაშებში ატარებს.

ამავე გამოცემის თანახმად, სირიის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მოსკოვის ცენტრში არსებულ კომპლექსში 20-მდე ბინას ფლობს.

ინფორმაცია ბაშარ ალ-ასადის „მიზანმიმართულ მოწამვლასთან“ დაკავშირებით 2 ოქტომბერს გაავრცელა სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრმა.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის წყაროები აცხადებდნენ, რომ სირიელი დიქტატორი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში 20 სექტემბერს კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.

Related news
სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები კიბერთავდასხმებს ამზადებენ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები