პალესტინელები, ომისგან განადგურებულ სახლებში ბრუნდებიან… არკვევენ გადარჩა თუ არა რაიმე მათი წარსული ცხოვრებისგან.მათ ახალ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. ქალაქები ნანგრევებად არის ქცეული. რაც დრო გადის რეალობა და განადგურების ნასშტაბები კიდევ უფრო ნათლად ჩანს.
გაეროს სატელიტურმა ცენტრის შეფასებით, ქალაქ ღაზის ინფრასტრუქტურის 83% ან მთლიანად განადგურებული, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია. მთელი ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე, ივლისის მონაცემებით, შენობათა 78%-ზე მეტი უკვე დანგრეული იყო.
Following the #ceasefire announcement, people are making their way back to Gaza City and the North using whatever means of transport they can access.
Many are returning to the rubble of their homes, as nearly 80% of structures have been damaged or destroyed.
People continue to… pic.twitter.com/OGECXFgzYw
— UNRWA (@UNRWA) October 12, 2025
„ვიდრე ყველაფერი არ განადგურდა, მანამ არ დაიწყეს შერიგებაზე საუბარი. ადრე უნდა ემოქმედათ, უნდა გადაერჩინათ ჩვენი სიცოცხლე. ეს მაში უნდა ექნათ, ვიდრე ამ ნგრევას და კატასტროფას მივიღებდით. აქ აღარაფერია. ჩვენ მსხვერპლის გარდა არარაფერი დაგვრჩა. ცოცხალ-მკვდრები ვართ. არც საკვები გვაქვს, არც წყალი, არც ჟანგბადი. სროლა, ტკივილი, სიკვდილი, წამება – ეს არის ჩვენი ცხოვრება. სხვა ცხვორება აღარ არსებობს. გვითხარით, სად წავიდეთ? რამდენი წელი დასჭირდება, რომ ეს სახლები თავიდან ავაშენოთ?”, – ამბობს დევნილი პალესტინელი ე’ეტედალ ლოთფი.
გაეროს ეკოლოგიური პროგრამის თანახმად, ღაზა გაწმენდია მხოლოდ 61 მილიონი ტონა ნამსხვრევისგან.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ღაზის სექტორის აღდგენას 50 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება.
დევნილი პალესტინიდან აზიზ აჰმედი ამბობს, რომ ღაზაში სიცოცხლე აღარ არის. ყველაფერი განადგურებულია, მთელი კვარტალი, მთელი უბანი, მთელი ქალაქი ნანგრევებად არის ქცეული. დანგრეულ შენობებს შორის ადამიანები გამოჩდნენ. ნანგრევებში დაბრუნდნენ იმ ნივთებით, რაც ომს გადაურჩა. ადამიანები ბრუნდებიან, იქ, სადაც ოდესღაც იყო სიცოცხლე.

„გუშინ საღამოს დავბრუნდით ამ ადგილას, მაგრამ შიგნით ვერ შევედით გზები ჯერ ისევ ჩახერგილია. დღეს დილით კვლავ მოვედით. ირგვლივ ყველაფერი საშინლად გამოიყურება აქ ცხოვრება შეუძლებელია ყველასთვის”, – ამბობს დევნილი, აჰმედ ნიშასი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 67,000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ორწლიანი ომის შედეგად. 2 მილიონზე მეტმა ადამიანი კი ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს ნანგრევებიდან.

