უკრაინის შეიარაღებაში „ტომაჰავკების“ შესაძლო გამოჩენა ექსპერტულ წრეებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად და გარკვეულწილად, ომის ახალ ეტაპად განიხილება.
ამ ფონზე, რუსული თვითმფრინავებისა და დრონების მიერ NATO-ს საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევა დასავლეთში მზარდ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების თაობაზე.
„ჯეოქეისის“ მკვლევარი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საუბრობს „ტომაჰავკების“ მნიშვნელობაზე, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, რუსული დრონების გააქტიურებასა და კრემლსა და NATO-ს შორის პირდაპირი დაპირისპირების მზარდ საფრთხეებზე.
