კატეგორიები

ავღანეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა

ავღანეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა
კვირას, 12 ოქტომბერს თალიბანმა განაცხადა, რომ სასაზღვრო ოპერაციებში 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს, რაც მათი განცხადებით, ავღანეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების საპასუხოდ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 30 პირი.

კვირის დასაწყისში ავღანეთის ხელისუფლებამ პაკისტანი დედაქალაქ ქაბულისა და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბაზრის დაბომბვაში დაადანაშაულა. პაკისტანმა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ამის შემდეგ, „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთის ძალებმა პაკისტანის არმიის 25 პოსტი დაიკავეს.

„58 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაახლოებით 30 დაიჭრა. ჩვენი 9 მოჯაჰედიდან ცხრავე დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 18-მა მოჯაჰედმა თავი მოიკლა. მოგვიანებით, საუდის არაბეთისა და კატარის მოთხოვნით, ჩვენ შევწყვიტეთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, პაკისტანმა კვლავ გაუხსნა ცეცხლი ავღანეთის პოსტებს და ბრძოლა განახლდა“, – ამბობს ზაბიჰულა მუჯაჰიდი, „თალიბანის“ პრესსპიკერი.

პაკისტანური მხარე კი ავღანეთის იმ 19 სასაზღვრო პუნქტის დაკავების შესახებ იუწყება, საიდანაც პაკისტანზე თავდასხმები ხორციელდებოდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ავღანელი თალიბები მოკლეს, „დანარჩენებმა კი თავს გაქცევით უშველეს“.

ბოლო მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის არსებული ყველაზე მნიშნელოვანი სავაჭრო მარშრუტები – თორხამისა და ჩამანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დაკეტილია. ავღანეთსა და პაკისტანს ერთმანეთთან 2600 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებთ, რომელიც ცნობილია როგორც დურანდის ხაზი, თუმცა ავღანეთი ამ საზღვარს დღემდე არ ცნობს და არ აღიარებს.

„ამ ბრძოლების გამო, საზღვარი ჩაკეტილია და ხალხი იტანჯება. ჩვენ თორხამის საზღვართან ახლოს ვიყავით და ვნახეთ გასაჭირში მყოფი ბავშვები და ქალები. სატვირთო ავტომობილებში ხილი და ბოსტნეული გვაქვს, რომლებიც ფუჭდება. ათასობით ავტომობილია გაჩერებული. ხალხი არ უნდა იტანჯებოდეს ამ დაძაბულობის გამო – ორივე მთავრობამ ეს პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაჭრას“, – ამბობს ფერვაზ ხანი, ავღანელი მძღოლი.

ამავე საზღვრის გასწვრივ ეს პირველი შეტაკებები არ არის. შეტაკებები. 12 ოქტომბრის ღამით მომხდარი მძიმე თავდასხმები კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ამწვავებს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები