მთავარიევროპარუსეთიპუტინი ამტკიცებს, რომ „სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელშია“

პუტინი ამტკიცებს, რომ „სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელშია“

„სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელშია“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გენერლებთან შეხვედრის დროს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრამდე გენერლები მიიწვია ტაძარში, სადაც მათ ერთად ილოცეს და საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

„თქვენთან პირადად მსურს საუბარი  და ეს კარგი საბაბია. ეს ადგილი იმიტომ ავარჩიე, რომ აქ იმ ადამიანების სამარხებია, რომლებმაც თანამედროვე რუსეთი შექმნეს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა თქვენთვისაც სასიამოვნო და საინტერესო იქნება. მღვდელი ლოცვას აღავლენს და შემდეგ სხვა ადგილას გადავინაცვლებთ, სამუშაო შეხვედრა გვექნება და ბოლოს სადილზეც გეპატიჟებით“, – განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერლებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, 2025 წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია „გაათავისუფლეს”.

„ამჟამად, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნით. წელს ჩვენ გავათავისუფლეთ თითქმის 5000 კვადრატული კილომეტრის სიდიდის ტერიტორია – უფრო ზუსტად 4900 – და 212 დასახლებული პუნქტი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პარალელურად, დასავლელი პარტნიორები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების ვადებზე მსჯელობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend