ლადო კილასონიას მცირე რომანი „მანდარინის კასტეტი“ პრემია „ლიტერას“ 2025 წლის ფინალისტია. ლადო კილასონია საქართველოს ოც წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ქართულ ლიტერატურაში ის 2008 წელს გამოჩნდა, არის პრემია „საბას“ ხუთგზის ფინალისტი, პრემია „ლიტერას“ ფინალისტი, „ერთი მოთხრობის“, „ლიტბუნიობის“, „გურამ რჩეულიშვილის“ სახელობის კონკურსების პრიზიორი და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული.
„მანდარინის კასტეტი“ ლადო კილასონიას მეათე წიგნია. ეს არის თბილისური ამბავი, რომელშიც მთავარი პერსონაჟის შვილს კლასელი ჩაგრავს, მჩაგვრელის მამა მმართველი პარტიის მაღალჩინოსანია, მოქმედების ფონი კი ჩვენი ქალაქია.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მწერალმა ლადო კილასონიამ ისაუბრა.