კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნიდერლანდებისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნიდერლანდებისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა
უკრაინის პრეზიდენტმა, 6 ოქტომბერს კიევში ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად დედაქალაქში ჩავიდნენ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოოფი და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგა რუგინიენე.

უკრაინის პრეზიდენტმა ლიდერებთან დახურული ორმხრივი შეხვედრები გამართა. ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური დახმარების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგული პარტნიორია. NATO-ს ინიციატივით შექმნილი „უკრაინის მოთხოვნების სიით“ გათვალისწინებული დახმარების გაწევაში კი ნიდერლანდების წვლილი დიდია.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ისაუბრეს საჰაერო თავდაცვის სისტემების კიევისთვის გადაცემის აუცილებლობასა და ვადებზე. დიკ სხოფმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ დანაკარგების სრულ კომპენსაციაზეც.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის დროს ლიდერებმა სამომავლო სამხედრო დახმარებასა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები