კატეგორიები

ევროკავშირი განიხილავს გეგმას რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე

ევროკავშირი განიხილავს გეგმას რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე

ევროკავშირის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, რუსი დიპლომატები იძულებული გახდებიან, ბლოკს წინასწარ აცნობონ სხვა წევრ სახელმწიფოში გამგზავრების შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეტყობინება უნდა გაიცეს ჩასვლამდე „მინიმუმ 24 საათით ადრე“ და მასში მითითებული უნდა იყოს ტრანსპორტირების საშუალებები და ქვეყანაში შესვლისა და გასვლის ზუსტი თარიღი. შემდეგ კი, მიმღებ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, დაუშვას, ან უარი თქვას კონკრეტული პირის მიღებაზე.

გეგმა ეხება რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წევრებს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს, ასევე მათ ოჯახის წევრებსაც.

სანქციების უახლეს რაუნდს თან ახლავს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ევროკავშირმა კონკრეტული რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდოს ბლოკის ტერიტორიაზე.

Related news
აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა
სხვა ამბები