მთავარიაზიაღაზა7 ოქტომბრის მოვლენებიდან 2 წლის თავზე, ისრაელი და „ჰამასი“ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს იწყებენ

7 ოქტომბრის მოვლენებიდან 2 წლის თავზე, ისრაელი და „ჰამასი“ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს იწყებენ

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელზე იერიში მიიტანეს, რასაც 1200 ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს, რასაც რეგიონში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა.

7 ოქტომბრის მოვლენებიდან 2 წლის თავზე, ისრაელი და ჰამასი დღეს, ეგვიპტეში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს იწყებენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ქალაქ ღაზაში აფეთქებების ხმა კვლავ ისმის.

ისრაელელმა სამხედროებმა გუშინ, 6 ოქტომბერს ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ეგვიპტეში კი მხარეები აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას განიხილავენ.

მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპს მოიცავს რომელიც ღაზიდან ისრაელის ძალების ნაწილობრივ გაყვანასა და პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ღაზიდან ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას „უახლოეს დღეებში“ შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰამასი“ დონალდ ტრამპის გეგმის გარკვეულ ნაწილს დათანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს ასევე მოუწოდა, შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა. თუმცა ამის მიუხედავად, ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend