კატეგორიები

„ჰამასი” დასთანხმდა პრეზიდენტ ტრამპის გეგმას ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ

„ჰამასი” დასთანხმდა პრეზიდენტ ტრამპის გეგმას ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ

„ჰამასი” ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმას და მზადაა, გაათავისუფლოს ყველა ცოცხალი მძევალი, გადასცეს გარდაცვლილთა ცხედრები და გადასცეს ღაზის სექტორის მართვა პალესტინის ადმინისტრაციის კონტროლირებად კომიტეტს.

„ჰამასის” ეს პოზიცია უკვე გაეცნოთ შუამავლებს, რათა მიიტანონ ეს გზავნილი აშშ-ს ადმინისტრაციამდე.

„ჰამასის” განცხადებით, მზად არიან გამოაცხადონ ცეცხლის შეწყვეტა „დღეს საღამოსვე”, თუმცა საეჭვოდ მიაჩნიათ მძევლების გათავისუფლება ტრამპის დათქმულ 72-საათიან ვადაში, ღაზაში არსებული ვითარების გამო.

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი არ აპირებს ღაზიდან ჯარების გაყვანას „ჰამასის“ სრულად განიარაღებამდე „ჰამასმა“ ღაზის სექტორის მმართველი ორგანოს გაუქმების შესახებ განაცხადა
სხვა ამბები