185 უკრაინელი ჯარისკაცი და 20 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე რუსული ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებული არიან ის პირებიც, რომლებიც მარიუპოლში, აზოვსტალში, ასევე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებოდნენ.უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან 7000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა ყოველდღიურად მუშაობს, რომ ყველა უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნდეს.