კატეგორიები

უკრაინამ რუსეთში ქიმიურ საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში ქიმიურ საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა

გუშინ, 2 ოქტომბერს, ღამით უკრაინამ რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა.

ინფორმაციას პერმის მხარეში, ქალაქ ბერეზნიკებში მდებარე ქიმურ საწარმო „აზოტზე“ იერიშის შესახებ The Moscow Times პერმის გუბერნატორის, დმიტრი მახონინის, მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, საწარმომ მუშაობა დროებით შეაჩერა, თუმცა ამ დროისთვის მისი ფუნქციონირება აღდგენილია.

როგორც მახონინი ირწმუნება, საფრთხე არც გარემოს და არც ადგილობრივ მოსახლეობას არ ემუქრება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ცნობით, გუშინ ღამით ქარხნის მახლობლად ორი ძლიერი აფეთქება იყო.

„აზოტის“ ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 1 500 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. ეს რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ქიმური საწარმოა და „ურალქიმის“ ჰოლდინგს ეკუთვნის.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები