მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი: „თუ შეთანხმება არ შედგება, „ჰამასს” ჯერ არნახული ჯოჯოხეთი დაატყდება...

დონალდ ტრამპი: „თუ შეთანხმება არ შედგება, „ჰამასს” ჯერ არნახული ჯოჯოხეთი დაატყდება თავს”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ჰამასს” ულტიმატუმს უყენებს, რათა ის აშშ-ის სამშვიდობო შეთავაზებას დასთანხმდეს. ტერორისტულ დაჯგუფებას დრო ვაშინგტონის დროით 5 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი იმუქრება, რომ „ჯოჯოხეთს დაატეხს თავს”. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პლატფორმა The Truth Sociale-ზე დაწერა.

„„ჰამასისთვის” საბედნიეროდ, მათ ეძლევათ ბოლო შანსი! ძლიერმა, მდიდარმა ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთიდან, აშშ-სთან ერთად შეათანხმა მშვიდობა ისრაელთან, 3000 წლის თავზე. ეს შეთანხმება გულისხმობს „ჰამასის” დარჩენილი ჯარისკაცებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას. დოკუმენტის შინაარსი მსოფლიოსთვის ცნობილია, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერ შემთხვევაში შედგება.

სისხლისღვრა და ძალადობა დასრულდება. გაათავისუფლეთ ტყვეები, დააბრუნეთ ცხედრები, შეთანხმება უნდა შედგეს კვირას 6 საათამდე, ვაშინგტონის დროით. თუ შეთანხმება არ შედგება, „ჰამასს” ჯერ არნახული ჯოჯოხეთი  დაატყდება თავს”, – წერს პრეზიდენტი.

სოციალურ მედიაში განთავსებულ პოსტში მან განმარტა, რომ „ჰამასი” წლებია, საფრთხეს წარმოადგენს, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„მოვუწოდებ ყველა უდანაშაულო პალესტინელს, დატოვოს ტერიტორია და ღაზის უსაფრთხო ნაწილში გადაინაცვლოს”, – წერს დონალდ ტრამპი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend