კატეგორიები

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკივზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკივზე საჰაერო იერიში მიიტანა

1-ელი ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკივზე საჰაერო იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და მართვადი საჰაერო ბომბები გაუშვეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევის შედეგად, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, მართვადი საჰაერო ბომბების იერიშების შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი სახლები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები