კატეგორიები

რუსეთის საჰაერო იერიშების გამო, ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსეთის საჰაერო იერიშების გამო, ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება
რუსეთის საჰაერო იერიშების გამო, ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩის დაბომბვამ გამოიწვია ძაბვის ვარდნა და მწყობრიდან გამოიყვანა საკვანძო ობიექტი, რომელიც გარემოს იცავს ჩერნობილის განადგურებული მეოთხე რეაქტორიდან რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვისგან.

უწყების ცნობით, ობიექტზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო სპეციალისტები მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.

მომხდარს „ტელეგრამის“ არხზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი:

„რუსები თავს ესხმიან ჩვენს ენერგოობიექტებს და უქმნიან საფრთხეს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც. ასეთი ქმედებები არ დარჩება უპასუხოდ. უკრაინა პასუხობდა და უპასუხებს ამ თავდასხმებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ გავლენა პუტინის არაადეკვატურ რეჟიმზე, გააკეთონ ყველაფერი, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ომი“.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირმა უკრაინული წარმოების დრონებისა და საბრძოლო მასალისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ იერიშს ამზადებს
სხვა ამბები