„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქუანტიკოში ასობით გენერლისა და ადმირალის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ისინი ყოველ კვირას დაახლოებით 7,000 ჯარისკაცს კარგავენ. მათგან ბევრი რუსია, მაგრამ ორივე ქვეყნის მხრიდან იღუპებიან ჯარისკაცები. ხანდახან კიევში რაკეტას ან დრონს ჩამოაგდებენ და მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება. რუსეთიც და უკრაინაც ყოველ კვირას 7,000 ადამიანს კარგავენ. ისინი ამერიკელები არ არიან, არც ჩვენ ვართ მათთან განსაკუთრებულად ვალდებული, მაგრამ ეს ადამიანები არიან ჯარისკაცები – ახალგაზრდები, რომლებიც მშობლებს ტოვებენ, ემშვიდობებიან და ორ დღეში ფეთქდებიან სრულიად არასაჭიროდ. ამიტომ მინდა, რომ ეს დასრულდეს. სიგიჟეა, რაც ხდება. ეს არის ყველაზე მძიმე ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჯარისკაცების რაოდენობა, ვინც იქ იღუპება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ასე რომ, ვფიქრობ, ამასაც დავასრულებთ, მაგრამ ეს კონფლიქტი ყველაზე რთული გამოდგა.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ვფიქრობდი, რომ ამას სწრაფად მოაგვარებდა. ეს ომი ერთ კვირაში უნდა დაესრულებინა. ვუთხარი კიდეც – კარგად არ გამოიყურები. ოთხი წელია იბრძვი ომში, რომელიც ერთ კვირაში უნდა დაგემთავრებინა. ქაღალდის ვეფხვი ხარ? ეს სირცხვილია. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ამასაც დავასრულებთ”, – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.