ქართული ხალხური სიმღერა, როგორც გზავნილი საქართველოდან – ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდმა გასულ ზაფხულს აშშ-ში, დენვერის მსოფლიო საგუნდო ფესტივალზე წარადგინა.
გუნდმა სოლო კონცერტები ჩაატარა ჩიკაგოსა და ნიუ-იორკშიც. ამასთან, გუნდმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ მსოფლიოს მშვიდობის ფესტივალში.
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდი 2010 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს ასრულებენ. გუნდის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანაა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გუნდის ხელმძღვანელმა, ბადრი ჯიმშელეიშვილი და გუნდის მომღერალმა, ონისე კანდელაკმა ისაუბრეს.