მთავარიმსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს, 29 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

მხარეები ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, „ჰამასის“ განადგურების გეგმასა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხებს განიხილავენ. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის ამერიკელ კოლეგებთან ერთად 21-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჯერ ყველაფერი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. გვსურს ჩვენი მძევლები გავათავისუფლოთ. გვსურს „ჰამასის“ მმართველობას თავი დავაღწიოთ. ჩვენი მიზანია მათი განიარაღება, ღაზის დემილიტარიზაცია და ახალი მომავლის აშენება, როგორც „ღაზელების”, ასევე ისრაელებისთვის. ასევე მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან საუბრისას.

თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მას არ ჯერა, რომ ღაზაში მდგომარეობა შეიცვლება და ჰამასის ტერორისტები ებრაელი ხალხის სიძულვილსა და ხოცვას დაასრულებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ღაზის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომმა 66,000 პალესტინელი იმსხერპლა, ასი ათასობით პალესტინელს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend