მთავარიამერიკააშშ„რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის” - დონალდ ტრამპი

„რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა „ჯოჯოხეთისკენ მიდის“. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი გარკვეულ ტერიტორიებს კარგავს, რაც კრემლის რეპუტაციაზე „ძალიან ცუდად მოქმედებს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა სჯერა თუ არა, რომ უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრულად დაბრუნება შეუძლია, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ამის შანსი ნამდვილად აქვს.

„უკმაყოფილო ვარ იმით, რასაც რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი აკეთებენ. ეს საერთოდ არ მომწონს. ის ხალხს უმიზეზოდ ხოცავს. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ ომში ყველაფერი ჩადეს. მათი ეკონომიკა ჯოჯოხეთს ემსგავსება. ისინი ყველაფერს ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, საერთოდაც თუ იკავებენ. სინამდვილეში, უფრო მეტს კარგავენ.  ვფიქრობ, ეს რუსეთის რეპუტაციისთვის ძალიან ცუდია. ეს ომი აქამდე უნდა დამთავრებულიყო. ეს ჩვენი ომი რომ ყოფილიყო, მას ერთ კვირაში დავასრულებდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას ასევე უთხრა, რომ გასულ თვეში რუსეთმა „ძალიან მცირე ტერიტორიის დაკავება შეძლო“.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend