მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე.

მისი მიმართვის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც გმობენ ისრაელის ხელისუფლების ქმედებებს ღაზის სექტორში.

სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყურადღება გაამახვილა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელის არმიის ქმედებებზე და წარმატებული უწოდა ირანის წინააღმდეგ წარმოებულ 12-დღიან ომს, რომლის ფარგლებშიც განადგურდა თეირანის ატომური პროგრამა.

ისრაელის პრემიერმა მხარდაჭერისთვის გაეროს ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

მისი თქმით, ისრაელი საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას:

„ქალბატონებო და ბატონებო, გასულ წელს ამ ტრიბუნასთან დგომისას და ამ რუკის ჩვენებისას, მე გაჩვენებდით ირანის ტერორისტული ღერძის წყევლას. ეს ღერძი მთელ მსოფლიოს უქმნიდა საფრთხეს. ეს საფრთხეს უქმნიდა ჩვენი რეგიონისა და ჩემი ქვეყნის, ისრაელის სტაბილურობას. ირანი მიზანმიმართულად ავითარებდა ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის მასშტაბურ პროგრამას. ისინი მიმართული იყო არა მხოლოდ ისრაელის განადგურებისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შესაქმნელად და სხვა ქვეყნების შანტაჟისთვის.

7 ოქტომბერს ისინი თავს დაესხნენ ისრაელს და წარმოუდგენელი სისასტიკის ტერორისტული აქტები ჩაიდინეს. ლიბანიდან ჰასან ნასრალამ ათასობით რაკეტა გაუშვა ჩვენი ქალაქების მიმართულებით, რითაც ჩვენს მოქალაქეებს ატერორებდა. სირიაში სისხლისმსმელმა დიქტატორმა ასადმა თავისთან მიიღო ირანული სამხედროები. იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით გაუშვეს ბალისტიკური რაკეტები და ამავე დროს წითელ ზღვაში საფრთხე შეუქმნეს მსოფლიო ვაჭრობას.

და რა მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში? ჩვენ იერიშები მივიტანეთ ჰუსიტების წინააღმდეგ, მათ შორის გუშინ. ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის” ტერორისტული მანქანის დიდი ნაწილი. ჩვენ მოვახდინეთ „ჰეზბოლას“ პარალიზება, მათი ლიდერების უმრავლესობის მოკვლითა და მათი იარაღის არსენალის დიდი ნაწილის განადგურებით. გახსოვთ „ფეიჯერები“? „ჰეზბოლას“ ჩვენ გავუგზავნეთ „ფეიჯერები“. ათასობით ტერორისტი დაეცა. ჩვენ გავანადგურეთ სირიაში ასადის შეიარაღება. ჩვენ შევაკავეთ ირანის შიიტური ფორმირებები ერაყში.

და ყველაზე მთავარი, რაც შემიძლია ვთქვა და რაც გავაკეთეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშიც კი – ჩვენ გავანადგურეთ ირანის ატომური იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამები.

დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? იემენელი ჰუსიტების მმართველების ნაწილი გაქრა. სინვარი ღაზაში? – განადგურებულია. ჰასან ნასრალა ლიბანში? – განადგურებულია. ასადის რეჟიმი სირიაში? – განადგურებულია? ამბოხებულები ერაყში? მათ ჯერ კიდევ მხარს უჭერენ და თუკი მათი ლიდერებიც დაესხმებიან თავს ისრაელს, ისინიც განადგურდებიან და გაქრებიან. რაც შეეხება ირანის სამხედრო სარდლობისა და ატომურ იარაღზე მომუშავე წამყვანი მეცნიერების საქმეს? ისინიც აღარ არსებობენ.

ისრაელს ირანთან 12-დღიანი ომი ჰქონდა. მე მას დავარქვი „შემართული ლომი“ – ეს სახელწოდება არის ბიბლიიდან – ეს 12-დღიანი ომი ჩვენი სამხედრო ისტორიის გვერდებზე ჩაიწერება. ჩვენმა სახელოვანმა მფრინავებმა გაანეიტრალეს ირანის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და სრული კონტროლი დაამყარეს თეირანის თავზე. ამას ხედავდა ყველა. ისრაელის ბომბდამშენები და ამერიკელი პილოტები ბომბავდნენ ირანულ ურანის მომპოვებელ ობიექტებს. მინდა, პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადავუხადო მისი მტკიცე და ქმედითი ნაბიჯებისთვის…

ისრაელი თქვენთვისაც იბრძვის. ერთ საიდუმლოს გეტყვით – ბევრი ლიდერი, ვინც გმობს ჩვენს ქმედებებს დახურულ კარს მიღმა, ფარულად ჩვენი მადლიერია. ისინი მეუბნებიან, რამდენად აფასებენ ისრაელის დაზვერვის სამსახურის მუშაობას, რომელმაც აღკვეთა ტერორისტული თავდასხმა მათ დედაქალაქებში…“

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თუკი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ახლავე დასთანხმდება ტყვეების გათავისუფლებას, ღაზაში ომი დაუყოვნებლივ შეწყდება:

„ჩემი სიტყვები ახლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა ღაზაშიც. ამიტომ „ჰამასის“ დარჩენილ ლიდერებსა და ჩვენი მოქალაქეების დამტყვევებლებს ახლა ვეუბნები: დაყარეთ იარაღი! ნება მიეცით ჩემს ხალხს, წავიდეს! გაათავისუფლეთ ყველა ტყვე! გაათავისუფლეთ 48-ვე მათგანი. გაათავისუფლეთ ტყვეები ახლავე! თუ ამას გააკეთებთ, იცოცხლებთ, თუ არა – ისრაელი თქვენც მოგწვდებათ. თუ „ჰამასი” დასთანხმდება ჩვენს მოთხოვნებს, ომი შეიძლება ახლავე დასრულდეს…“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend