კატეგორიები

სერგეი ლავროვი ნატოსა და ევროკავშირს ადანაშაულებს რუსეთის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში

სერგეი ლავროვი ნატოსა და ევროკავშირს ადანაშაულებს რუსეთის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო და ევროკავშირი მისი ქვეყნის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა.

„ნეოკოლონიალისტური ამბიციების ნათელ მაგალითს წარმოადგენს კრიზისი, რომელიც უკრაინაში პროვოცირებულია კოლექტიური დასავლეთის მიერ. ამ კრიზისის მეშვეობით ნატოსა და ევროკავშირს სურთ და უკვე გამოუცხადეს ნამდვილი ომი ჩემს ქვეყანას. ისინი მასში უშუალოდ მონაწილეობენ.

ამავე კალაპოტშია ესკალაცია ახლო აღმოსავლეთშიც. ღაზაში უპრეცედენტო ჰუმანიტარულმა კატასტროფამ უკვე იმსხვერპლა 65 000-ზე მეტი პირი. ახლო აღმოსავლეთში მომუშავე გაეროს ზოგიერთი წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 10-ჯერ მეტია.

თავის მხრივ, ცალმხრივად დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რაც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, სატარიფო ომები, საერთაშორისო ვაჭრობის მონაწილეთა პირდაპირი შანტაჟი, არა მხოლოდ არღვევს მოსახლეობის დაუცველი ფენის ინტერესებს, არამედ ზოგადად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს ეკონომიკისათვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები