მთავარიაზიაირანიევროპარლამენტარები მსოფლიოს ირანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები მსოფლიოს ირანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები მაჰსა ამინის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ მსოფლიოს ირანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. თეირანის მორალის პოლიციამ მაჰსა ამინი  ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის დააპატიმრა.

გასულ თვეს ირანმა განაცხადა, რომ მათ დააკავეს 21 000-ზე მეტი მოქალაქე. მათ 2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებათ ბრალად. ირანში ადამიანის უფლებათა დამცველი, შაჰინ მილანი მიიჩნევს, რომ რეპრესიები გაძლიერდა.

„გრძელდება როგორც აქტივისტების დევნა, ისე ქალების დისკრიმინაცია. როგორც იცით, რამდენიმე ქალი სიკვდილით უნდა დასაჯონ.  ბევრი მათგანი პატიმრობაშია, ყარჩაკის ციხეში, სადაც საშინელი მდგომარეობაა. პატარა სივრცეში 60-70 ადამიანია“, – ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრის (IHRDC) აღმასრულებელი დირექტორი შაჰინ მილანი.

ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის გარდა  გერმანელი ევროპარლამენტარი მსოფლიო საზოგადოებას  ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ზეწოლა ამ სასტიკ რეჟიმზე, რომელიც საკუთარ ხალხს თრგუნავს და ახორციელებს ტერორს რეგიონში, ტრანსნაციონალური რეპრესიები ევროპაშიც ვრცელდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სანქციები იყოს მიზანმიმართული, ისინი რეჟიმის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, რომ ცხოვრება გაურთულდეთ. ასევე უნდა მხარი უნდა დავუჭიროთ ირანში მყოფ ადამიანებს, მათ შორის მათ,  ვინც დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებსა და სხვებს“, – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი, ჰანა ნოიმანი.

გაეროს უშიშროების საბჭო დაეთანხმა ირანისთვის სანქციების აღდგენის საკითხს. თუმცა დიპლომატიური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იმედია, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ეკონომიკური სანქციები, შესაძლოა, 28 სექტემბერს შევიდეს ძალაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend