კატეგორიები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ მოსკოვმა ომის დასრულებისკენ საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეჩერებისკენ და ის, რომ საჭიროა, მოსკოვმა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო უწყებამაც.

„საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე, ანკორიჯში უმაღლეს დონეზე გამართული რუსეთ-ამერიკის შეხვედრისას მიღწეული ურთიერთგაგების განვითარების ჭრილში. დადასტურდა ორმხრივი დაინტერესება მშვიდობიანი გამოსავლის ძიებისადმი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს „ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე
სხვა ამბები