კატეგორიები

რუსეთი კვლავ უტევს ზაპოროჟიას

რუსეთი კვლავ უტევს ზაპოროჟიას

რუსეთი თავს დაესხა სამხრეთ უკრაინის ზაპორიჟიის რეგიონს. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, 12 კი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ადგილობრივმა სამხედრო წყაროებმა გაავრცელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, განადგურდა ათზე მეტი ავტომობილი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

რეგიონის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თქმით, 23 სექტემბერს რუსულმა ავიაციამ  ქალაქ ზაპორიჟიაში ხუთი ბომბი ჩამოაგდო.

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, შექმნან ერთიანი, მრავალშრიანი საავიაციო თავდაცვის სისტემა, რომელსაც უკრაინა რუსული ბომბებისა და დრონების გასანეიტრალებლად გამოიყენებს.

ამავდროულად, უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე. შეტევების შედეგად, შეფერხდა რუსეთის ნავთობსაწარმოების მუშაობა.

 

დაკავშირებული ამბები
სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს ევროკავშირმა უკრაინული წარმოების დრონებისა და საბრძოლო მასალისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოყო
სხვა ამბები