კატეგორიები

საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭო ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭო ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ მომზადებული უახლესი ანგარიშის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს თავისი დღის წესრიგი და პოლიტიკური პროგრამა თავს მოახვიოს ევროპელებს. ანგარიშის ავტორი მიანიშნებს, რომ ამ ვითარების შექმნაში თავად ევროპელი ლიდერები და ინსტიტუტები არიან დამნაშავე. თუმცა ამავდროულად როგორც ირკვევა მოქალაქეების ნდობა ევროკავშირის მიმართ 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, თავისი დღის წესრიგი და პოლიტიკური პროგრამა თავს მოახვიოს ევროპელებს. ეს არის დასკვნა, რომელიც საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში გამოქვეყნდა. სავაჭრო დაძაბულობა, ძველი კონტინენტის სამხედრო დაცვა და თეთრი სახლის მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ – ეს ყველაფერი ის ფაქტორებია, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საკუთარი დღის წესრიგის დადგენის ნაცვლად რეაგირებისკენ უბიძგებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამით ევროკავშირი თავის სისუსტეს ავლენს.

„ვფიქრობ, რომ სწორედ ევროპელმა ლიდერებმა, მთავრობებმა, ინსტიტუტებმა შექმნეს პირობები, რომ დამცირებულიყვნენ, იქნება ეს აშშ-სთან ტარიფების ომი თუ ნატოს სამიტი და თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი, ან თუნდაც ის, როგორ ექცევიან ევროპელ ლიდერებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, სადაც მათ ძირითადად კარზე უნდა დააკაკუნონ, რათა მოუსმინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არც კი ესწრებიან ამ შეხვედრებს“, – აცხადებს საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი და ანგარიშის ავტორი პაველ ზერკა.

თუმცა ევროპული განწყობა მაინც ძლიერად იგრძნობა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიყენებული პოლიტიკური დარტყმის მიუხედავად. ბოლო მონაცემებით, საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი ევროკავშირის მიმართ 2007 წლიდან ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, სხვა რამეს ელიან მისგან.

„ბევრგან, სადაც ადამიანები ევროკავშირს ძირითადად მხოლოდ ეკონომიკურ გაერთიანებად, სავაჭრო ბლოკად, ბაზრად მიიჩნევდნენ, უკვე დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ევროპას უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს გეოპოლიტიკის, სხვა გლობალურ ძალებთან ურთიერთობებისა და იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით, რომლებსაც საფრთხე ემუქრება  როგორც გარედან, ისე შიგნიდან მთელ ევროპაში“, – დასძინა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრმა და ანგარიშის ავტორმა პაველ ზერკამ.

ამასთან, ანგარიშის ავტორის განცხადებით, დონალდ ტრამპს ევროპაში დასაყრდენი ძალაც ჰყავს, მაგალითად, უნგრეთის, იტალიისა და სლოვაკეთის ლიდერები არც კი მალავენ, რომ ამერიკის პრეზიდენტთან იდეოლოგიური ან თუნდაც პირადი სიახლოვე აქვთ.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები