კატეგორიები

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ნიუ-იორკში ფარული კომუნიკაციის სისტემა აღმოაჩინა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ნიუ-იორკში ფარული კომუნიკაციის სისტემა აღმოაჩინა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ნიუ-იორკში აღმოაჩინა ფარული სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, ანძების გათიშვასა და 911-ის ზარების ჩახშობას უკავშირებენ.

სამართალდამცავებმა მიტოვებულ კორპუსებში აღმოაჩინეს 300-ზე მეტი სერვერი და ასი ათასზე მეტი SIM ბარათი, რომლებსაც წუთში 30 მილიონი ტექსტური შეტყობინების გაგზავნა შეეძლო.

სიმბარათების ფოტოს აშშ-ის საიდუმლო სამსახური ავრცელებს

სპეციალისტების თქმით, სისტემას ნიუ-იორკის ფიჭური ქსელის პარალიზება და სასწრაფო დახმარების კომუნიკაციის დაბლოკვა შეეძლო. მათივე ცნობით, სისტემას შეეძლო სრულად დაებლოკა მობილური კომუნიკაცია გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას.

ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაცია კარგად იყო ორგანიზებული და დაფინანსებული, ასევე უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა სისტემის მოწყობა გაეროს ასამბლეას.

მასალები ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ხელისუფლების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ოპერაციაში შესაძლოა უცხო სახელმწიფოები მონაწილეობდნენ.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები