მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი, გულგატეხილობისგან განკურნება უელსელ მუსიკოს კეიტ ლე ბონთან ერთად და შუა საუკუნეების ესთეტიკისა და თანამედროვე გოტიკის შერწყმა – აი, რა გელით მიმდინარე კვირაში.

წინ ცივი თვეებია და სულ უფრო მეტად გვიჩნდება სურვილი, საბნის ქვეშ შეძვრეთ და სამყაროს დავემალოთ. თუმცა ნუ იდარდებთ — ჩვენ ვიპოვეთ უამრავი საინტერესო გამოფენა, ფილმი, სერიალი და მუსიკა, რომლებიც დაგეხმარებათ, გარეთ გახვიდეთ და ცხოვრება გაიმრავალფეროვნოთ.

პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი „ერთი ბრძოლა მეორის შემდეგ”, უელსელი მუსიკოსის, კეიტ ლე ბონის, კომპოზიციები სულიერი განცდების თემაზე და ცნობილი მოქანდაკის, პავლე ტრუბეცკოის რეტროსპექტივა პარიზში — სექტემბრის ბოლო ხომ სიურპრიზებითაა სავსე.

გამოფენები და ღონისძიებები

პავლე ტრუბეცკოი. მოქანდაკე

ჯორჯ ბერნარდ შოუმ პავლე ტრუბეცკოის „თანამედროვე დროის განსაცვიფრებელი მოქანდაკე“ უწოდა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. იგი ოსტატურად გამოსახავდა საზოგადო მოღვაწეებს, მათ შორის ტოლსტოისა და ჩაიკოვსკის. მის ნამუშევრებში იგრძნობოდა ემოცია, რაც განსაკუთრებით ფასდებოდა მაღალი საზოგადოების მიერ. პარიზის ორსეს მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრებით ვეცნობით მის საოცარ მემკვიდრეობას,  კარიერასა და პირად ცხოვრებაში ნაკლებად ცნობილ ასპექტებს, მათ შორის ცხოველების სიყვარულს. გამოფენა 30 სექტემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.

გოტიკური მოდერნი

ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარი 1886′ Van Gogh Museum, Amsterdam (Vincent van Gogh Foundation)

რადგან საშიში და იდუმალებით მოცული სეზონი ახლოვდება, გოტიკური ხელოვნების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ ალბერტინას მუზეუმს ვენაში. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან ედვარდ მუნკი, კეტე კოლვიცი და მაქს ბეკმანი. „გოტიკური მოდერნი“ იკვლევს, თუ როგორ იყვნენ  შთაგონებული ეს ხელოვანები შუა საუკუნეების მისტიკური ესთეტიკითა და ეგზისტენციალური თემებით, რომლებიც აისახა მათ ბნელ სიმბოლიზმსა და რელიგიურ მოტივებში. გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 11 იანვრამდე გაგრძელდება.

კინო

„ერთი ბრძოლა მეორის შემდეგ“

ცოტა რამ არსებობს, რაც კინომოყვარულებში აღფრთოვანებას იწვევს. ასეთია, მაგალითად, პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი. ოთხი წლის წინ მან შემოგვთავაზა ნოსტალგიური ფილმი Licorice Pizza, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი. ახლა კი ანდერსონი თავისი არატრადიციული ტრილერით „ერთი ბრძოლა მეორის შემდეგ“ ბრუნდება.


.

ფილმში ლეონარდო დიკაპრიო  ბობის როლს ასრულებს. იგი გაუბედავი, პარანოიით შეპყრობილი მწეველი და ყოფილი რევოლუციონერია, რომელიც მაშინ იძიებს შურს მტერზე, როდესაც მისი ქალიშვილი ვილა (ჩეიზ ინფინიტი) გაუჩინარდება. ფილმის პრემიერა ევროპის კინოთეატრებში 17 სექტემბერს გაიმართა.

სატელევიზიო სერიალები

„ნელი ცხენები“ (Slow Horses)

გერი ოლდმენი კვლავ უბრუნდება ჯექსონ ლემბის როლს. იგი უხეში, თუმცა ეშმაკურად მჭევრმეტყველი ჯაშუშია, რომელიც სერიალ „ნელი ცხენების“ მეხუთე სეზონში ბრიტანული სპეცსამსახურების ჩამოწერილი აგენტების ჯგუფს ხელმძღვანელობს.


.

ამ სეზონზე მოვლენები სადავო მერის არჩევნების ფონზე ვითარდება. სერიალი დინამიკურია, დაძაბული, დროული და ხშირად სასაცილოც კი. ის კვლავაც სთავაზობს მაყურებელს ჟანრისთვის დამახასიათებელ  განცდებს… ამჯერად პირქუშ, თუმცა კომიკურად ფეთქებად ოლდმანსაც შეხვდებით. ახალი სეზონი ტელეეკრანებზე 24 სექტემბერს გამოვა და მისი ნახვა „ეფლ პლუსზე“ იქნება შესაძლებელი.

მუსიკა

კეიტ ლე ბონი: „მიქელანჯელოს სიკვდილი“

უელსელი მომღერალი და სიმღერების ავტორი კეიტ ლე ბონი 26 სექტემბერს თავის მეშვიდე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, სახელწოდებით „მიქელანჯელოს სიკვდილი“. 2019 წელს მან ალბომისთვის Reward მიიღო პრესტიჟული ჯილდო Hyundai Mercury-სგან. ლე ბონი ცნობილი გახდა თავისი მოჩვენებითი და აბსტრაქტული მუსიკითა და ტექსტებით.


.

მისი ახალი ალბომი ყველაზე ხელშესახებ თემას — სულიერ განცდებს ეხება. თუმცა მუსიკოსი აზუსტებს, რომ ეს უფრო თავდავიწყებით სიყვარულის გაცნობიერებაა:  „განშორება ყოველთვის ამპუტაციას ჰგავს — არ გინდა, მაგრამ იცი, რომ გადაგარჩენს“. ახალი ალბომის მოსმენა მსმენელს 26 სექტემბრიდან შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend