მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიგარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობის რისკები რუსთავში

გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობის რისკები რუსთავში

უკვე დიდი ხანია, რუსთავის მოსახლეობა ჰაერის დაბინძურებასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის Arnika-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია გამოვლინდა.

კვლევის ავტორები წერენ, რომ სამრეწველო ტერიტორიასთან ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა ნორმას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. საშიში ნივთიერებები გამოვლინდა საკვებსა და ქალაქის განახლებული საბავშვო მოედნების ნიადაგშიც.

კვლევის მიგნებებზე, რუსთავის პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend