კატეგორიები

რუსულ-ბელარუსული სამხედრო მანევრები – „დასავლეთი 2025“

რუსულ-ბელარუსული სამხედრო მანევრები – „დასავლეთი 2025“

მიმდინარე კვირას დასრულდა რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2025“. წვრთნების დროს რამდენჯერმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, პოლონეთსა და რუმინეთში, რუსული დრონებიც გამოჩნდნენ. ევროკავშირმა განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ „დასავლეთი 2025“ რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვას არ აჩვენებს.

სამხედრო მანევრების მასშტაბები განსხვავდება წინა წლებისგან. ეს ჩატარების ადგილების სიმრავლეზეც მეტყველებს. 2025 წელსაც მთავარი მიმართულება ნატოს აღმოსავლეთი ფლანგია –  კალინინგრადი, ბალტიის ზღვა და ბელარუსი. ძირითადად წვრთნები ბელარუსში ტარდებოდა, მათ შორის მთავარი დატვირთვა ბორისოვის პოლიგონზე მოდიოდა. საყურადღებოა, რომ სწორედ ბელარუსიდან შეფრინდა პოლონეთში ის დრონები, რომელთა გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებულად გააძლიერა ნატომ აღმოსავლეთი მიმართულება.

2021 წელს სწავლების არეალი მეტად ფართო იყო. გარდა ბელარუსისა და კალინინგრადისა, წვრთნები ჩატარდა ფსკოვის, სმოლენსკის, ლენინგრადისა და კიდევ სამ სხვა ოლქში. ამ დროს რუსეთს არ ჰქონდა დაწყებული სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანი სხვაობაა სამხედრო კომპონენტის კუთხითაც. პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ ორი ციფრი დასახელდა. მინსკისა და მოსკოვის მონაცემებით, წვრთნებში 13 ათასი სამხედრო იყო ჩართული. დასავლური მონაცემებით კი, 30 ათასი. სტანდარტულად მონაწილეობდა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ავიაცია, ტანკები, საზღვაო საშუალებები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წვრთნებში ჩაერთო ბალისტიკური სარაკეტო სისტემები და შემოწმდა ასევე ჰიპერბგერითი საშუალებები, მაგალითად, „ცირკონი“.

სხვაობა 2021 წელთან კარგად ჩანს პირადი შემადგენლობის რაოდენობის მხრივ. წელს თუ მაქსიმუმ 30 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ჩატარებულ წვრთნებში დაახლოებით შვიდჯერ მეტი სამხედრო იყო ჩართული. თუმცა ამ წვრთნების მახასიათებელი ფაქტორი იყო რუსული დრონების ინციდენტი. კრემლიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო და სტრატეგიული  კვლევების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მარკ ქენსიენმა, ისაუბრა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები