ევროკომისიამ ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გარკვეული სავაჭრო დებულებების შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა.
ევროკომისიის წინადადება ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას „ექსტრემისტი მინისტრებისთვის“. ევროკომისია ასევე აჩერებს ისრაელის მიმართ ორმხრივ მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის, მუზეუმ „იად ვაშემის“ მხარდაჭერის გარდა.
ევროკომისიის წინადადება ისრაელის მიერ შეთანხმების მე-2 მუხლის დაცვის გადახედვას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ისრაელის მთავრობის ქმედებებმა დაარღვია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპები. ეს კი ევროკავშირს აძლევს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს შეთანხმება.
The situation in Gaza is untenable.
This war needs to end.Today, I presented a robust package of sanctions on Hamas terrorists, extremist ministers in the Israeli government, violent settlers and entities that support impunity in the West Bank.
My press remarks ↓ pic.twitter.com/uN02vgIxmM
— Kaja Kallas (@kajakallas) September 17, 2025
„ისრაელის მთავრობის ქალაქ ღაზაში შეჭრა ომის ესკალაციის ახალი ეტაპია და ეს ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. „ჰამასის“ ტერორისტების, ისრაელის მთავრობის ექსტრემისტი მინისტრების, მოძალადე ადგილობრივი ისრაელელებისა და დასავლეთ სანაპიროზე არსებული უსამართლობისა და დაუსჯელობის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ სანქციების მკაცრი პაკეტი წარვადგინეთ. კომისიამ სავაჭრო დათმობების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ არსებული წინადადება მიიღო. მინდა ძალიან მკაფიო ვიყო. მიზანი არ არის ისრაელის დასჯა. მიზანია ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.