„წლევანდელი ზაფხულის სეზონი ქვეყნის ტურისტულ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონად შეიძლება ჩაითვალოს” – ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.
ამის მიზეზად ის ასახელებს საქართველოს მიმართ ტურისტების მზარდ ინტერესსა და იმ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მათი მოზიდვის მიზნით იმართება.
როგორი იყო წლევანდელი ტურისტული ზაფხული საქართველოსთვის და რა იყო მთავარი გამოწვევები – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.