აშშ-ის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით ლონდონში 4 ადამიანი დააკავეს. ეს მას შემდეგ, რაც მათ უინძორის სასახლის კედლებზე პროექტორით დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეფშტეინის ფოტოები გამოსახეს.
საუბარია სექსუალური ტრეფიკინგის გახმაურებულ საქმეში მსჯავრდადებულ ყოფილ ფინანსისტზე, რომელიც ციხეში გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი იყო. ლონდონის პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ოთხივე დაკავებული მოზარდია და ჯერ ისევ პატიმრობაში რჩებიან, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
უინძორის სასახლე კი შემთხვევითი არჩევანი არ იყო, სწორედ იქაა დაგეგმილი მეფე ჩარლზ მესამისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა.
საგულისხმოა, რომ უინძორის სასახლის კედლებზე ასევე ნაჩვენები იყო იმ სავარაუდო წერილის შინაარსიც, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, 20 წლის წინ დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეფშტეინს დაბადების დღესთან დაკავშირებით მიწერა. ეს წერილი გასულ კვირას სენატის დემოკრატიულმა ფლანგმა გაასაჯაროვა, თუმცა თეთრი სახლი მის ავთენტურობას არ ადასტურებს.