კატეგორიები

აშშ-მ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-მ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ახალი პაკეტი დაამტკიცა. უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება NATO-ს წევრი ქვეყნების სახსრებით დაფინანსდება – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ახალი პაკეტის ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ამისთვის სახსრებს NATO-ს წევრი ქვეყნები გაიღებენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მხარეები იყენებენ ახალ მექანიზმს, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა შეიმუშავეს და რაც უკრაინისთვის NATO-ს ქვეყნების სახსრებით ამერიკული მარაგებიდან იარაღის გადაცემას გულისხმობს.

აშშ-ისა და NATO-ს მოკავშირეების მიერ ეს მექანიზმი მიმდინარე წლის აგვისტოში ამოქმედდა და NATO-ს წევრი ქვეყნები დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავენ.

დაკავშირებული ამბები
აშშ აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში „შავი ჭირის“ დაავადების შესაძლო გავრცელებას Flydubai-ის ინციდენტთან ირანის კავშირის დადასტურების შემთხვევაში, ტრამპი „ძალიან ძლიერად“ დარტყმით იმუქრება
სხვა ამბები