19-23 სექტემბერს თბილისი მეათედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 15 ქვეყნიდან 19 უცხოელი ავტორი ეწვევა.
უკვე მეორე წელია, ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი „პენ საქართველოა“. საერთაშორისო პროგრამა მოიცავს შეხვედრებს, კონფერენციებსა და დისკუსიებს. წელს ფესტივალის მთავარი გზავნილია – „კალამი დუმილის წინააღმდეგ“.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საქართველოს პენცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ლომოურმა და ფესტივალის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, პოეტმა, პროზაიკოსმა შოთა იათაშვილმა ისაუბრეს.