კატეგორიები

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, რომ შეწყვიტოს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში. ამასთან, გაეროს ეგიდით შექმნილმა დამოუკიდებელმა ექსპერტების ჯგუფმა დაადგინა, რომ ისრაელი გენოციდს ახორციელებს ღაზაში.

ამ ფონზე კი, ისრაელი აგრძელებს დღეს დილით დაწყებულ სახმელეთო ოპერაციას რეგიონში. პალესტინელები იტყობინებიან მასირებულ შეტევაზე მთელი რეგიონის მასშტაბით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ „ღაზა იწვის“.

საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების, მოსალოდნელი სანქციებისა და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, იერიში მიეტანა ქალაქ ღაზაზე…

გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირისგან მოითხოვს „ულტრამემარჯვენე ისრაელელი ექსტრემისტების” წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასა და ისრაელთან სავაჭრო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას… ღაზაში ომის გამო ევროკავშირი მკვეთრად არის გაყოფილი და ამ დრომდე გაურკვეველია, შედგება თუ არა ამ თვალსაზრისით კონსენსუსი.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები