მთავარიაზიაისრაელიმარკო რუბიო ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

მარკო რუბიო ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. რუბიო ისრაელში გუშინ, 14 სექტემბერს, ჩავიდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევის გაძლიერების პარალელურად სტუმრობს.

ორდღიანი ვიზიტის დაწყებამდე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ეცდება, პასუხი მიიღოს იმაზე, თუ როგორ ხედავს ისრაელი ღაზაში არსებული ვითარებიდან გამოსავალს, გასულ კვირას კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელებზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

დოჰაში ისრაელის სამიზნე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასში აცხადებენ“, რომ თავდასხმისას ექვსი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ხუთი წევრი დაიღუპა.

მარკო რუბიოს ვიზიტი მხარდაჭერის დადასტურებაა სულ უფრო და უფრო იზოლირებული ისრაელის მიმართ. ეს მაშინ, როცა უახლოეს დღეებში გაეროში მწვავე დებატები გუნდა გაიმართოს პალესტინის სახელმწიფოს შექმნისადმი ერთგულების თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend