მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის თქმით, რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე...

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მას თავდაპირველად წარმოედგინა

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მთავარი დაბრკოლება მათი ერთმანეთის მიმართ სიძულვილია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მას თავდაპირველად წარმოედგინა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ფორმით შეიძლება შეხვდნენ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.

„მინდა, რომ ეს ომი შევაჩერო. მე შვიდი ომი დავასრულე. მეგონა, რომ ეს ჩემთვის მარტივი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ზელენსკისა და პუტინს შორის სიძულვილი განუზომელია. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ ერთ სივრცეში სუნთქვაც კი არ შეუძლიათ. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ. მოლაპარაკებები იქნება – სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისად მკაცრი არ არის. მისივე განმარტებით, ევროპა ნავთობს კვლავ ყიდულობს რუსეთისგან, შესაბამისად, მისივე განმარტებით, მათ სანქციები უნდა გაამკაცრონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend