მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზი პოლონეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას ადასტურებს

პარიზი პოლონეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას ადასტურებს

პარიზი პოლონეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას ადასტურებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ჟან ნოელ ბაროს თქმით, ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხრიდან იმის დემონსტრირებაა, რომ ევროპა არავის მისცემს უფლებას, დააშინონ.

„ეროვნულ დონეზე დაუყოვნებლივ გამოვხატეთ ჩვენი ნება, რომ გავაძლიეროთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი – აღმოსავლეთ ევროპა. რესპუბლიკის პრეზიდენტმა გადაწყვიტა გაგზავნოს სამი „რაფაელის” ტიპის გამანადგურებელი.

გამიზნულია ეს თუ შემთხვევითი – ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და ამასთან აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ყველაფერი ემატება იმ უთვალავ პროვოკაციას, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი აწყობს. მას სურს, წარმოაჩინოს, თითქოს ევროპელები არიან ომის წამქეზებლები, როცა თავად საკუთარ თავს ევროპულ ქვეყნებში შეჭრის უფლებას აძლევს. მსურს, გითხრათ, რომ როდესაც პოლონეთის, ნიდერლანდების ან იტალიის თვითმფრინავები რუსულ დრონებს აგდებენ პოლონეთის ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს შემაშფოთებელი გზავნილია და ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი ჩვენი განზრახვის აშკარა დემონსტრაციაა, რომ არავის  მივცეთ უფლებას, დაგვაშინოს”, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

საფრანგეთის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს სხვა ქვეყნებიც გზავნიან ჯარებს, არტილერიასა თუ ტექნიკას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი როდოსლავ სიკორსკი თვლიან, რომ რაც მოხდა, შეცდომა არ იყო. „ვისურვებდით, რომ პოლონეთზე დრონით თავდასხმა შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ ეს შეცდომა არ იყო და ეს ყველამ ვიცით”, – წერენ მთავრობის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend