კატეგორიები

„კუდიანებზე ნადირობას შესაბამისად ვუპასუხებთ” – მარკო რუბიო ბოლსონარუს დაკავებაზე

„კუდიანებზე ნადირობას შესაბამისად ვუპასუხებთ” – მარკო რუბიო ბოლსონარუს დაკავებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. სახელმწიფო მდივანმა მომხდარი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და მას „კუდიანებზე ნადირობა” უწოდა. რუბიოს თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები შესაბამისად უპასუხებს.

„სანქცირებული ადამიანის, უფლებათა დამრღვევის, ალექსანდრ დე მორაესის, მხრიდან პოლიტიკური დევნა გრძელდება – მან და ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ უსამართლოდ გადაწყვიტეს ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს, დაპატიმრების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისად უპასუხებს „კუდიანებზე ნადირობას””, – დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელში.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების 27 წლითა და სამი თვით აღკვეთა მიუსაჯეს.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი „შეზღუდულია" ვაშინგტონმა დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი
სხვა ამბები