ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გადადგეს, ან დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა. ფრანგულ მედიასთან საუბრისას ლე პენმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ნდობის კრიზისის პირობებში პრეზიდენტის წინაშე სწორედ ეს ორი არჩევანი დგას.
„ემანუელ მაკრონი ბოლო არჩევნების დროს დამარცხდა, საკანონმდებლო იყო ეს თუ ევროპული – კიდევ რამდენი გზავნილია საჭირო? მე არ მოვითხოვ მის გადადგომას, მე უბრალოდ ვეუბნები მას, ბატონო პრეზიდენტო, მხოლოდ ორი გზა გაქვთ ამ კრიზისიდან, რომელშიც ახლა ვართ – ან დაშლით ეროვნულ ასამბლეას, ან გადადგებით. თქვენ ფრანგ ხალხში ნდობის ნაკლებობას განიცდით”, – მიმართავს მარინ ლე პენი პრეზიდენტს.
პოლიტიკური კრიზისი საფრანგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსსა და მის მთავრობას გაუჭირდა ბიუჯეტის პროექტზე მხარდაჭერის მოპოვება და საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრისას მათ უნდობლობა გამოუცხადეს. ამ შემთხვევაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვარიანტებს შორის სახელდება ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ან პარლამენტის დათხოვნა, რათა ახალი არჩევნები ჩატარდეს. თავად მარი ლეპენს კი თანამდებობის დაკავება 5 წლით ეკრძალება, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.