„დაიჭირე წამი”- ასე ჰქვია კლასიკური მუსიკის საღამოს, სადაც 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ოთხი გენიალური კომპოზიტორის: იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფერენც ლისტისა და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებების მოსმენის საშუალება ექნებათ ჩელისტ ლიზა რამიშვილისა და უკრაინელ პიანისტ მარია კლიმენკოს შესრულებით.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჩელისტმა ლიზა რამიშვილმა ისაუბრა.