საქართველოს დაცული ტერიტორიები 2025 წლის პირველ 8 თვეში მოინახულა 930 ათასამდე ვიზიტორმა, რომელთაგან 56% უცხოელი სტუმარი იყო. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან სტუმრებისთვის მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი აღმოჩნდა.
რა იზიდავს უცხოელ ტურისტს საქართველოს დაცულ ტერიტორიებში – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.