მთავარიამერიკააშშტრამპის მოკავშირე კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

ტრამპის მოკავშირე კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

ტრამპის მოკავშირე კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

კირკს იუტას უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე იმ დროს ესროლეს, როცა ის სტუდენტურ დებატებში მონაწილეობდა. კირკი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველები მუშაობენ კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის, მკვლელობის ადგილას, იუტა, აშშ, 10 სექტემბერი, 2025 წელი Copyright Tess Croewley/The Deseret News via AP

მისი გარდაცვალების შესახებ პირველი განცხადება სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა.

 

„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი მკვდარია. არავის ესმოდა და თანაუგრძნობდა ახალგაზრდობას ამერიკაში ისე, როგორც ჩარლი. ის უყვარდა და მას პატივს სცემდა ყველა, განსაკუთრებით მე და ის უკვე ჩვენთან აღარაა. ჩემი და მელანიას სახელით ვუსამძიმრებ მის შესანიშნავ მეუღლეს, ერიკასა და მის ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend