24 წელი გავიდა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღიდან. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-ქაიდამ“ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა.
ტერორისტთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები.
„ამერიკის ავიახაზების“ კუთვნილი ორი სამგზავრო თვითმფრინავი 15-წუთიანი შუალედით შეეჯახა შენობებს. შეჯახებიდან რამდენიმე საათში ორივე ცათამბჯენი ჩამოინგრა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 3 000-ზე მეტი პირის სიცოცხლე შეეწირა. ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს მხოლოდ 20 ადამიანი.
დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ტერორისტებმა იერიშები მიიტანეს პენტაგონის შენობაზეც, ასევე თვითმფრინავი ჩამოვარდა პენსილვანიის შტატში.
2001 წლის 11-მა სექტემბერმა წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მოსახლეობის მეხსიერებაში, ასევე მნიშვნელოვნად შეცვალა სამყაროს გეოპოლიტიკური დღის წესრიგი.
11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ პირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში ამოქმედდა ვაშინგტონის ხელშეკრულების კოლექტიური თავდაცვის მუხლი. 2003 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოსთან ერთად დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ.